პაატა ბურჭულაძის შვილი 4 ოქტომბრის აქციაზე - "ირაკლი კობახიძე ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, მისი ნათქვამი, რომ მათ „დიდ სიურპრიზს“ დაახვედრებდა".  მისი თქმით, 4 ოქტომბრის  მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლება, საკუთარი ნარატივით საუბრობს და არ აწყობს, რომ ორგანიზატორებმა ისაუბრონ, „ამიტომ არ აქვთ კომუნიკაციის შესაძლებლობა“.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 15

ირაკლი კობახიძე ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, მისი ნათქვამი, რომ მათ „დიდ სიურპრიზს“ დაახვედრებდა,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერის, მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლება, საკუთარი ნარატივით საუბრობს და არ აწყობს, რომ ორგანიზატორებმა ისაუბრონ, „ამიტომ არ აქვთ კომუნიკაციის შესაძლებლობა“.

„4 ოქტომბრის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ გაგვაჩნია [პაატა ბურჭულაძესთან], ოჯახის არცერთ წევრს, მათ შორის, არც ბავშვებს. სრულიად გაუგებარია, რა პრობლემა შეიძლება არსებობდეს 5-6 წლის ბავშვთან სატელეფონო კომუნიკაციის, ვიზიტზე საუბარი არ არის. ახსნა-განმარტება არ არსებობს - რა საშიშროება შეიძლება არსებობდეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციითა და ელემენტარული ინფორმაციის გაცვლით. ამას ვაკავშირებ იმასთან, რომ მათ არ აწყობთ ორგანიზატორებმა ისაუბრონ. 4 ოქტომბერზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება საუბრობს, მხოლოდ იმ ნარატივით, რომელიც მათ აწყობს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გამოკითხვას, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ის გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, რომ გამოვიდა და თქვა, რომ მათ „დიდ სიურპრიზს" დაახვედრებდა. ეს როგორ არ არის გამოსაკვლევი, როდესაც ეს რეალურად ვნახეთ",- განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.  ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს.  დარჯანია არ უარყოფს, რომ გარდაცვლილ გოგოს იცნობდა — ისინი მეზობლები იყვნენ, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ის არ არის მკვდარი“.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე