პაატა მანჯგალაძე - ვიოცნებებდი, ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შემეძლება 100 ათასი კაცი შევკრიბო, მაგრამ ჯერჯერობით არ შემიძლია - ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად

პაატა მანჯგალაძე - ვიოცნებებდი, ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შემეძლება 100 ათასი კაცი შევკრიბო, მაგრამ ჯერჯერობით არ შემიძლია - ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 121

მართლა ვიოცნებებდი, მე, პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შემეძლოს 100 ათასი კაცი შევკრიბო, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მსგავსად დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს- ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად და რას გვედავებით, გამაგებინეთ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის თქმით, პროკურატურა გადაჭარბებულად აფასებს მის შესაძლებლობებს იმ მხრივ, რომ მას „ასიათასკაციანი აქციის დაორგანიზება შეუძლია“.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ფოტო, რომელიც პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით აქვს წარმოდგენილი, სპონტანურად იყო გადაღებული. მანჯგალაძის თქმით, ფოტოს გადაღება მას სთხოვეს, რაზეც უარი ვერ თქვა, ხოლო უშუალოდ ფოტოს შინაარსს “დამხობასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. მანჯგალაძის განმარტებით, მისი მხრიდან მსგავსი ტიპის მოწოდება არანაირად არ ყოფილა.

“უბრალოდ გადაჭარბებული მგონია და, ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს ყველაფერი. მე იურისტი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. იმას არ ვამბობ, რომ აქციაზე არ ვიყავი ან ცვლილება არ მინდა, პირიქით, მინდა მშვიდობიანი ცვლილება.

ყველამ იცის, რომ პოლიტიკოსი ვარ და აქტიური კომუნიკაცია მაქვს მედიასთან. მოდის ერთ- ერთი გოგონა და მეუბნება, რომ რაღაც პერფორმანსი, ფოტოს გადაღება უნდა და თუ მოხვალთ, კარგი იქნებაო. წარმოგიდგენიათ პოლიტიკოსს ფოტოგადაღების ეშინოდეს?

კი არ ვემიჯნები რამეს, უბრალოდ, სწორად მინდა გაიგოთ, რასაც ვამბობ. უწყინარად ჩავთვალე ეს პერფორმანსი და მივედი. ჩემთან ვიყავი ოფისში და მითხრეს, რომ ასეთი რაღაც სახიფათოა, რადგან სისტემა ჩასაფრებულიაო.

(ფოტოს გადაღების შემდეგ) მოვბრუნდი უკან და ერთ საათში უკვე დადებული იყო... ვინ პერფორმანსად და ვინ როგორ, რანაირად გაიგო, იმას ვერ შეცვლი. ადამიანი თავისი მორალით და ვაჟკაცობის შესაბამისად იქცევა. შესაბამისად, არ გავმიჯნულვარ...

მართლა ვიოცნებებდი, მე, პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შემეძლოს 100 ათასი კაცი შევკრიბო, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მსგავსად დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს. რომ თქვა, პაატა მანჯგალაძე არის ორგანიზატორი, ეს ხომ უნდა ეფუძნებოდეს რაღაცას - შენ დაძახებულზე ასი ათასი კაცი გამოდიოდეს. არც კი შევკრებილვართ, ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად და რას გვედავებით, გამაგებინეთ. არ იფიქროთ, რომ მეშინია და გავურბივარ. მართლა გამიხარდება, ასიათასი კაცის დაორგანიზება შემეძლოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ შემიძლია.

ახლა ითქვა, რა გინდოდა-იქო. როცა პოლიტიკოსობაზე პრეტენზია გაქვს და იცი, შენი ხალხი გამოდის ქუჩაში, იცი, რომ ხიფათია მოსალოდნელი, რა კაცობა და ადამიანობა მოგცემს უფლებას.... გარდა ხელისუფლების ცვლილებისა, სხვა მიზანი არ მქონია. ახლაც ამას ვამბობ. მურთაზს ვიცნობ, ირაკლისაც, მაგრამ მართლა არ გვილაპარაკია არაფერზე.

მე უფრო მშვიდად ვიყავი, როცა არაფერი ვიცოდი. ჯერ ერთი, ისე ახლოსაც არ ვიყავი, რომ რამე საიდუმლო გეგმა მომეპოვებინა. ამიტომ, მე როგორც მოქალაქე, ვმოქმედებდი, როგორც მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში. ვერ იქნება ვერანაირი მტკიცებულება, სადაც პაატა მანჯგალაძემ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად რამე დააორგანიზა”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე