პანკისის ხეობაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – შემთხვევის დროს 17 წლის ბიჭი დაშავდა

პანკისის ხეობაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – შემთხვევის დროს 17 წლის ბიჭი დაშავდა

26-06-2025 16:07
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 466

გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 17 წლის ბიჭი იმყოფებოდა, მან სახის არეში დამწვრობა მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები.

ხანძარი, სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე