პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 102

პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. გუშინდელი დაკავებების გამო, ორგანიზატორებმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, რომ არავითარ კონტაქტში არ შესულიყვნენ სამართალდამცველებთან.

მარშის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებს ეძღვნებათ.

პროტესტის მარშრუტი უცნობია. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ მსვლელობის მიმართულებას.

„საქართველო ადექი, აჯანყდი!“ „ძირს რუსული რეჟიმი!" - სკანდირებენ ისინი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა და პროტესტს ტრადიციულ ლოკაციაზე აგრძელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე