პარლამენტთან აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა

პარლამენტთან აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 165

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.

ვალტონენს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში იმყოფება. ეუთო-ს თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ელინა ვალტონენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ელინა ვალტონენი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე