რუსთაველის გამზირი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციის 171-ე დღესაც გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.