პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - სკანდირებენ ისინი.
პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
უკვე ერთი წელია, პარლამენტთან მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.