პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

07-05-2025 14:09
კატეგორიები: პოლიტიკა

პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი მას ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.

ყრილობას მხარდასაჭერად, ასევე, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინება.

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.

პოსტი ნახა: 273


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე