პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით - არ მიეცა საკითხს მსვლელობა , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

02-01-2026 14:48
კატეგორიები: RSS
პოსტი ნახა: 164

პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით - არ მიეცა საკითხს მსვლელობა , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კერძოდ, 31 დეკემბერს, ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ეთერში წამყვანმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიმართა: "აუცილებლად უნდა გკითხოთ და შევახსენოთ, ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ქაშვეთის ტაძარზე, თვეების განმავლობაში რამდენად დიდი როლი შეასრულა სხვადასხვა მოძღვარმა, რომელიც მორიგეობდა ტაძარში", რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:

„ჩვენ გვსაყვედურობენ, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს. რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო თითქოს დაპირისპირებულია მათთან.

მე გეტყვით, პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ხელისუფლებასთან, ერთხელ უშუალოდ მეუფე შიომ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.

ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ჩვენი ნებისმიერი აქტივობა რაღაცა პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ.

რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე, ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშვეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალი, ვინც დაზარალებული იყო ცრემლსადენი გაზით და წყლით. ბევრი კადრია ამის შესახებ, მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა სპეცრაზმიც, იქ არ შედიოდნენ და მამების უკან, ვინც პროტესტის მონაწილე შედიოდა, ყველა დაცული იყო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ერთსულოვნების“ ეთერში.

შსს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე