პატრიარქის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

პატრიარქის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება პოლიტიკა
პოსტი ნახა: 144

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქმა შესაბამისი გადაწყვეტილება „ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის“ გამო მიიღო.

„სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აწერს.

ცნობისთვის, არქიმანდრიტი ილია თოლორაია დღეს საპატრიარქოში იყო დაბარებული. მისგან მღვდელმთავრები მონანიებას ითხოვდნენ. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ კი არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ მონანიებას არ აპირებს და პატრიარქთან ითხოვს შეხვედრას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე