დააკავეს პაციენტი, რომელიც გუშინ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთანს თავს დაესხა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იგი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაკავებული.
ინფორმაციისთვის, გუშინ დილით, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა.
„შემოყვანილი იქნა პაციენტი, 37 წლის ქალბატონი. მას უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭირო იყო. მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, საბედნიეროდ, დაზიანებები ზედაპირულია, მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერად გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავენ კლინიკაში.