პაციენტთან ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ ვლინდება. დაყოვნების მიზეზი პაციენტთან მხოლოდ და მხოლოდ შემდგომი მონიტორინგია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს, გორში ნაცემი, პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განუცხადა.  როგორც მან აღნიშნა, თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა და ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე.

4 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 54

პაციენტთან ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ ვლინდება. დაყოვნების მიზეზი პაციენტთან მხოლოდ და მხოლოდ შემდგომი მონიტორინგია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს, გორში ნაცემი, პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა და ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა დღეს 00:26 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. იმყოფებოდა მიმღებ განყოფილებაში. ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა. ჩატარებული კვლევა მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა. ასევე, ყველა დარგის სპეციალისტთა კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი. პაციენტთან ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ ვლინდება. პაციენტს შეეთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია. პაციენტი იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში. დაყოვნების მიზეზი პაციენტთან მხოლოდ და მხოლოდ არის შემდგომი მონიტორინგი, ვინაიდან ის აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, ასევე, ჰქონდა გულისრევის შეგრძნება. ჩვენს კლინიკაში ამ პერიოდამდე, ამ წუთამდე, გულისრევის შეგრძნება, ღებინება არ ყოფილა, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, პაციენტი მონიტორინგისთვის, შემდგომი დაკვირვების მიზნით იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში.

ვიმეორებ, პაციენტი შემოყვანილია კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ჩვენთვის ანამნეზი ცნობილია. ჩატარებული კვლევის შედეგად არანაირი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა პაციენტს ამ ეტაპზე არ გააჩნია. შემდგომი მონიტორინგისთვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის დაყოვნდა პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაში.

თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისთვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე რეკომენდაციით”, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

"დღეს ისევ ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ მედიაზე დგას, საერთოდ თუ რამე გაგვაჩნია"- ბაია პატარაია
წინა ახალი ამბავი
"დღეს ისევ ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ მედიაზე დგას, საერთოდ თუ რამე გაგვაჩნია"- ბაია პატარაია
შემდეგი ახალი ამბავი
დღეს მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობს დამნაშავეებს? რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე მაშინ, როცა ათზე მეტი პოლიციელი ძალადობდა ორ მოქალაქეზე? რატომ არ ისმის კითხვა მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც უყურებდა დანაშაულს და არაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ ეს დანაშაული აღეკვეთა? რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის, ჯგუფური ძალადობისა და წამების მუხლებით? - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე