პაველ ჰერჩინსკი - საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს

პაველ ჰერჩინსკი - საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 109

საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კითხვაზე, რამდენად რეალისტურია, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდეს.

„გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს. დემოკრატიულ უკუსვლით, ანტიევროპული დეზინფორმაციით, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმეორებენ, ფუნდამენტური თავისუფლებების ეროზიით, რომლებზეც ევროკავშირია აშენებული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, სიტუაციის გამოსწორების მიზნით ევროკავშირი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ჩვენი მხრიდან, ამ სავალალო სიტუაციის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს ანგარიში 33 ინსტიტუტის, 9 სააგენტოს მიერ მომზადდა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველო წარმატების ისტორიად იქცეს. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, რომ დაიცვას ის ძირითადი წესები და პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დგას“, - აღნიშნა ელჩმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე