ბათუმში, გვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. მოქალაქეები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ორივე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც.
შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.