პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ვი­ზუ­ა­ლი 4 ივნისიდან შე­იც­ვლე­ბა - რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი დი­ზა­ი­ნი?

პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ვი­ზუ­ა­ლი 4 ივნისიდან შე­იც­ვლე­ბა - რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი დი­ზა­ი­ნი?

31-05-2025 16:18
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1590

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იც­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის, ასე­ვე დრო­ე­ბი­თი და მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის, დრო­ე­ბი­თი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის ვი­ზუ­ა­ლი. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრის 10 მარ­ტის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. 

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს ბრძა­ნე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა 2025 წლის 4 ივ­ნი­სი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ძველ მოწ­მო­ბებს ანუ ახა­ლი ბრძა­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე გა­ცე­მულ მოწ­მო­ბებს, ისი­ნი იმოქ­მე­დებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით.

ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ახალ მოწ­მო­ბა­ზე და­ი­ტა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი სრუ­ლი სა­ხით, ერთ ფერ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა.

„მოწ­მო­ბის ფო­ნუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ნა­ბეჭ­დი ელე­მენ­ტე­ბი ისე უნდა იყოს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ რთუ­ლი იყოს ფო­ნუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის დაშ­ლა (მა­გა­ლი­თად, ობი­ექ­ტის და­ნა­წევ­რე­ბა პა­ტა­რა კომ­პო­ნენ­ტე­ბად) გა­ყალ­ბე­ბის მიზ­ნით და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ად­ვი­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნი იყოს. მოწ­მო­ბა უნდა შე­ი­ცავ­დეს: სა­ხელს; გვარს; სქესს; მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას; და­ბა­დე­ბის თა­რიღს; და­ბა­დე­ბის ად­გილს; პი­რად ნო­მერს; ფო­ტო­სუ­რათს; პი­რა­დი ხელ­მო­წე­რის ნი­მუშს; მოწ­მო­ბის გამ­ცე­მი ორ­გა­ნოს და­სა­ხე­ლე­ბას; მოწ­მო­ბის გა­ცე­მის თა­რიღს; მოწ­მო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დას; ფი­ზი­კუ­რი პი­რის ავ­თენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სერ­ტი­ფი­კატს, შე­სა­ბა­მის და­ხუ­რულ გა­სა­ღებს და სერ­ტი­ფი­კა­ტის გამ­ცემ ორ­გა­ნოს; კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რის სერ­ტი­ფი­კატს, შე­სა­ბა­მის და­ხუ­რულ გა­სა­ღებს და სერ­ტი­ფი­კა­ტის გამ­ცემ ორ­გა­ნოს; მოწ­მო­ბის წვდო­მის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლოა გა­და­მოწ­მდეს დო­კუ­მენ­ტის ან/და პი­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია,“ - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში.

piradoba-1741693455.jpg



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე