პოლიციამ ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავა და 12 ობიექტი დახურა

პოლიციამ ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავა და 12 ობიექტი დახურა

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 29

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ.

„ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.

პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 პირი ბრალდებულის სახით დააკავა და 12 ობიექტი დახურა.

სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე