პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული შელაპარაკებისას, 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული შელაპარაკებისას, 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას - 2005 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე