პოლიციამ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი (ვიდეო)

პოლიციამ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი (ვიდეო)

7 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 352

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ბ. დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია გორში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის სადგომზე გაჩერებულ ავტომობილში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მასში არსებულ თანხას 18,920 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე