პოლიციამ მეუღლეზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მეუღლეზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

13-11-2025 12:38
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 243

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე