პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

28-02-2025 16:49
კატეგორიები: სამართალი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ - ექიმმა და ექსპერტმა მისცეს.

ამასთან გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ გასათვალისწინებელი იყო მათე დევიძის ქმედების ხასიათი და მის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, არც ერთი გარემოება, რაზეც ბრალდება აპელირებდა, გასათვალისწინებელი არ იყო და დევიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა გამოყენებულიყო.

პოსტი ნახა: 1069


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე