„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - 1 წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უსამართლოდ დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით - ის საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, გააგრძელებენ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ყურადღებით დაკვირვებას.

12-01-2026 17:42
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 177

დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) პრესის თავისუფლების გმირი მზია ამაღლობელი უსამართლოდ დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს და განუწყვეტლივ მოუწოდებენ მისი გათავისუფლებისკენ.

„დაპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ, მზია პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აღრმავებს ავტორიტარულ რეპრესიებს განსხვავებული აზრის მიმართ, ხოლო დამოუკიდებელი მედია გადარჩენის ზღვარზეა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, გააგრძელებენ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ყურადღებით დაკვირვებას.

„ვინაიდან სასამართლო პროცესი გრძელდება და მზია ციხეში რჩება, IPI გააგრძელებს სასამართლო პროცესის ყურადღებით მონიტორინგს, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნის დაცვას და საქართველოში პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რანში ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერ დემონსტრაციებს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციებზე შეძახილები, „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციებში მონაწილეობა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე