📍 პროკურატურა - დამნაშავედ ცნეს ორი პირი, რომელთაც დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, მშენებლობა კი არ დაასრულეს
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, კომპანიის სახელით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და სასჯელის სახედ და ზომად ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლით და 4 თვით, ხოლო მეორეს 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა - დამნაშავედ ცნეს ორი პირი, რომელთაც დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, მშენებლობა კი არ დაასრულეს
პოსტი ნახა: 22
წინა ახალი ამბავი
ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია.
შემდეგი ახალი ამბავი
📍 საია - ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს.