პროკურატურა - მძღოლი რომელიც სო­ფელ სა­ბუ­ე­ში ცოლ-ქმარს დაეჯახა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო

პროკურატურა - მძღოლი რომელიც სო­ფელ სა­ბუ­ე­ში ცოლ-ქმარს დაეჯახა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო

24-04-2025 20:12
კატეგორიები: სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და დაეჯახა ორ პირს [ცოლ-ქმარს], რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პოსტი ნახა: 689


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე