პროკურატურამ დედას, რომელიც შვილს მუქარის გამოყენებით ქუჩაში მოწყალებას აიძულებდა, ბრალდება წარუდგინდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული არასრუწლოვან შვილს ყოველდღიურად შესაგროვებელ თანხის რაოდენობას უწესებდა და მას, ზამთარ-ზაფხულ, მოწყალებას ათხოვნინებდა. დაკავებულ დედას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 24

საქართველოს პროკურატურამ დედას, რომელიც შვილს მუქარის გამოყენებით ქუჩაში მოწყალებას აიძულებდა, ბრალდება წარუდგინდა.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული არასრუწლოვან შვილს ყოველდღიურად შესაგროვებელ თანხის რაოდენობას უწესებდა და მას, ზამთარ-ზაფხულ, მოწყალებას ათხოვნინებდა.

დაკავებულ დედას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთარის ცივ და წვიმიან ამინდში, არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა -ტრეფიკინგი, არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: იძულებით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.  „47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
დედაქალაქის ქსელში ავარიების ოპერატიულად აღმოფხვრისათვის „ქოლცენტრი“ და „თელასის“ ტექნიკური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია ვაკისა და მთაწმინდის 70 000 მომხმარებელს არ მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე