პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

7 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 174

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „პსილოცინის“ შემცველ სოკოს, „ლიზერგიდს“, „დიმეთილტრიფტამინს“, „ბუპრენორფინს“ და „გამომშრალ მარიხუანას“.

„ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებები სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. ორმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ხოლო ორმა ბრალდებულმა, საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინს“, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის), 260 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, (მარიხუანას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე