პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 111

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა.­

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციით დაკავებულ პირებზე სისტემატურად ახდენდა სასტუმროს ოთახების გადაცემას. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში, პროსტიტუციაში ჩაბმული პირები გამომუშავებული თანხის ნაწილს ფართის მფლობელს აძლევდნენ. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე