პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

9 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 193

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე