პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

7 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 166

პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი 24 ცალი ვაზნით და „ARMINIUS HW22“ მოდელის რევოლვერი 4 ცალი ვაზნით.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,6204 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლ იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, დაშენახვა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წრედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე