პროკურორი - გიორგი კანდელაკსა და ბორის გოგიჩაიშვილს შორის იყო მიმოწერა, რომელიც დანაშაულს შეეხებოდა - ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოს უგზავნიდნენ, რეალიზაცია ჯერ არ დადასტურებულა

პროკურორი - გიორგი კანდელაკსა და ბორის გოგიჩაიშვილს შორის იყო მიმოწერა, რომელიც დანაშაულს შეეხებოდა - ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოს უგზავნიდნენ, რეალიზაცია ჯერ არ დადასტურებულა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 134

„სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულთა მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე და გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებში არ იყო დადასტურებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული.

ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას ახორციელებდნენ. ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, ასევე თუ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას.

რეალიზების ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან რეალიზაცია, მოხდება ბრალის დაზუსტება.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ ამოღებულ იქნა ყველა ის ნივთმტკიცება, რომელიც ბრალდების მხარემ და საგამოძიებო ორგანომ მიიჩნია, რომ დაკავშირებული იყო დანაშაულთან. ყველა ნივთმტკიცება გადმოტანილია საგამოძიებო ორგანოებში და ნაწილის ადგილზე დალუქვა მოხდა“,- განაცხადა გიორგი ჯავარაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე