პროკურორის ინფორმაციით, ირაკლი შაიშმელაშვილის ძებნის შესახებ დადგენილებას პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გამოსცემს

პროკურორის ინფორმაციით, ირაკლი შაიშმელაშვილის ძებნის შესახებ დადგენილებას პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გამოსცემს

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 194

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძებნის შესახებ დადგენილებას პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გამოსცემს.

აღნიშნულის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

„მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადმოგვეგზავნება, ჩვენ შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ... საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რაც გამოიხატა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მიმართული ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებაში და ასევე, მოწოდებებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები არ შეესრულებინათ და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივად მოქმედი პირებისათვის. ეს მოწოდებები სოციალურ ქსელშია გაკეთებული, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით",- განაცხადა ცალუღელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე