„ქართული ოცნება“ - კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

„ქართული ოცნება“ - კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 100

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის

წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს : იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, კვიპროსს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.

ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს.

„კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორეზე ალბანეთი, ევროპაში მესამე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. რაც შეეხება რუსეთს, ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში ის სერბეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კორუფციის არარსებობას მთავრობაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას; საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას; საჯარო სახსრების და რესურსების მითვისებას. კორუფციის ეს სამი ფორმა შესწავლილია აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ჯარის, პოლიციის და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან მიმართებით.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე