„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება

„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება

11 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.

პოსტი ნახა: 210


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე