„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ზურაბ აბაშიძე;
ვაკის რაიონის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი - ალექსანდრე ასათიანი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ცენტრალურ ვაკეში; მეორე კანდიდატი, რომელიც ზედა ვაკეში იქნება წარმოდგენილი - ბექა გელენავა;
საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის 3 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი - ვეძისი-ყაზბეგი-გოთუას ოლქებში - ბექა მიქაუტაძე. კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის ოლქში- არჩილ ნიჟარაძე; დიდი დიღომი-ვაშლიჯვარი- სოფელ დიღმის ოლქებში - შალვა პერანიძე;
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე;
ისნის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის 3 კანდიდატი: ავლაბრის ოლქში - კახაბერ ლაბუჩიძე. ვაზისუბნის ოლქში - ბექა მენთეშაშვილი. ნავთლუღის ოლქში - დავით ხაბეიშვილი;
სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები : მასივის ოლქში - გიორგი დოხტურიშვილი. ქვემო სამგორის ოლქში - ზაქარია წიკლაური;
ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ვაჟა კოკაია;
ლილო-ორხევის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი - მამუკა ხაბარელი;
ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე;
დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი - გივი ჩხარტიშვილი;
დიღმის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი - შოთა ქევხიშვილი;
ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი: ზღვის უბნის ოლქში - ირაკლი ბენდელიანი. ნაძალადევის ოლქში - შალვა მაისურაძე. ძველი ნაძალადევის-ლოტკინის ოლქში - დავით ჭელიძე. სანზონის ოლქში - ვალერიან პაპუაშვილი;
გლდანის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი: ავჭალის ოლქში - შალვა ოგბაიძე. მუხიანის ოლქში - ცოტნე ჩიქვინიძე. გლდანის რაიონში , ლუწ მიკრორაიონში - მიხეილ რეხვიაშვილი. გლდანის რაიონში, კენტ მიკრორაიონში - ჯაბა კოღუა.