,,ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან'' - ლუკაშენკო

,,ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან'' - ლუკაშენკო

23-05-2025 16:02
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 393

ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო

„ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს და იფიქრეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან."  - განაცხადა ლუკაშენკომ. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე