ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა - ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა - ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

8 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 524

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი.

ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო.

„ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ იხსენებს, მიშველეო, ერთი დაიძახაო. თეკლას თვალწინ დაირტყა (დანა). მიშველეო უთხრა და ამანაც გამოაძრო, ერთი ეგ მოვიფიქრე, რომ გამომეძროო. მოვიკიდე და წავიყვანეო.

როდესაც მე პოლიციის განწყოფილებაში ვიმყოფებოდი, ეს პოლიციისთვის ცნობილი იყო. ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, რომ აღიარე, არაფერი იქნებაო. ბავშვი ჰყავდა თან თეკლას და ამ ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებთო. ამ მიზნით, მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ. შედეგად, მერე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა. ოქმში ეწერა, რომ მე დავარტყი დანაო”, - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე