ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა-შვილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.