ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 50 წლამდე მამაკაცი თოვლში გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 50 წლამდე მამაკაცი თოვლში გარდაცვლილი იპოვეს

25-02-2025 18:02
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 1789

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ქობულეთის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შუა ხნის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში, კართან მეზობელმა თოვლში გაყინული იპოვა.

მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე