ქობულეთში ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა

ქობულეთში ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა

6 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 335

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა - ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა , დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებმა ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს . შემთხვევის შედეგად მაღაზიის ვიტრინა ჩაიმსხვრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო სივრცე.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული . ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  276 - ე მუხლით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის დროს უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე