"ქუჩიდან გაიტაცა და სარდაფში იძალადა" - სოფელი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერის დასჯას ითხოვს

"ქუჩიდან გაიტაცა და სარდაფში იძალადა" - სოფელი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერის დასჯას ითხოვს

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 221

11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული - საზარელ დანაშაულში მხილებული 71 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს. 

 კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც დაკავება მოხდა, ჰყვებიან, რომ კაცმა მოზარდი ქუჩიდან გაიტაცა და მასზე სარდაფში იძალადა. 

ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო ძალადობის დროს სახლში  73 წლის ცოლიც იმყოფებოდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ექსპერტიზა ჩაუტარდა, როგორც სავარაუდო დაზარალებულს, ასევე დაკავებულსაც. 

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის შესახებ 11 წლის ბიჭმა სახლში დაბრუნების შემდეგ, მშობლებს უამბო. საქმეში პოლიცია გუშინვე ჩაერთო: 11 წლის ბიჭი გააუპატიურაო, ასე ამბობენ. ერთმანეთის მეზოვლები არიან. 73 წლის კაცი აზერბაიჯანელია. როგორც ამბობენ, ფაქტი გუში მ ოხდა, ქუჩაში დაუჭერია და სარდაფში ჩაუყვანია. ამ დროს მეუღლე სახლში ყოფილა" - აცხადებენ ადგილობრივებენ. 

მათი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოფელი პენიონერის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
 
 
 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე