ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

8 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 321

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ138-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ137 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მე ვიყავი პირველი, რომელიც წავედი ჰააგაში და ინფორმაცია თავისი ფაილებით და ფაქტებით მივიტანე შესაბამის გამომძიებელთან, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ საკუთარ  „ფეისბუქზე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
სუს - BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაიწყო ს. ს. კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე