ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეს დილით რამდენიმე ამერიკული ავიამოიერიშე ჩამოვარდა.
მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟი უვნებლად გადარჩა, მოხდა მათი ევაკუაცია და ჰოსპიტალში გადაყვანა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის თქმით, ის კოორდინაციაშია თავის ამერიკელ მოკავშირეებთან შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებით და აგრძელებს გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, დღეს CNN-მა გაავრცელა ვიდეოკადრები ქუვეითიდან, სადაც ჩანს ცეცხლმოკიდებული ავიამოიერიშის ჩამოვარდნის მომენტი. ამ დრომდე ცნობილი არ იყო, ომში ჩართულ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა ავიამოიერიშე.