“რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი... არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი“ - ირაკლი კობახიძე

“რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი... არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი“ - ირაკლი კობახიძე

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

“რა­დი­კა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა არის ჩვე­ნი გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი“, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ტია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩელს შე­ი­ტანს, რომ შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დნენ.

„არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი, ჩვენ შე­ვი­ტანთ შე­სა­ბა­მის სარ­ჩელს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობთ, უნდა დას­რულ­დეს შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბით. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ესე­ნი არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი არ­სით არი­ან არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დავ­ძრავთ ამ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს. იმე­დი გვაქვს, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ჩვენს სა­მარ­თლებ­რივ მსჯე­ლო­ბას გა­ი­ზი­ა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

 

მან პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი დღე­ი­დან შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

„მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ გა­ი­მარ­თა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­ღე­ბულ იქნა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, მდივ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი არის ბა­ტო­ნი კახა კა­ლა­ძე, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი არის ბა­ტო­ნი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე არის რე­გი­ო­ნუ­ლი მდი­ვა­ნი. ისი­ნი კვლა­ვაც და­ი­კა­ვე­ბენ შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბებს, რო­გორც ამას წეს­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს. შედ­გა წეს­დე­ბა და ხე­ლახ­ლა მი­ღე­ბულ იქნა იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ მდი­ვანს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე ვი­ყა­ვი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი ყრი­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე. პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი დღე­ი­დან იქ­ნე­ბა ბა­ტო­ნი შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და პარ­ტი­ის აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს ბა­ტო­ნი სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

 

წყარო

პოსტი ნახა: 38


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე