ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე გასამართი სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.
ამ დრომდე ცერემონიის დაწყების ახალი დრო ცნობილი არ არის. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ცერემონიის გადადება შეიძლება უკავშირდებოდეს გლოვის ცერემონიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ირანის მედიის ცნობით, გლოვის ცერემონია სამ დღეს უნდა გაგრძელდეს.