მუსიკის მოყვარულთათვის საყვარელი და გამორჩეული ხმის მფლობელი, მომღერალი მამუკა ჩარკვიანი, სიცოცხლისთვის იბრძვის. მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დამ გულახდილად ისაუბრა ძმის მძიმე პერიოდზე. ჩვენთან ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ღმერთსა და ექიმებზე არიან მინდობილები.
– მამუკა არ არის კარგად, ვიბრძვით, ექიმებიც და ყველა, თავად უნდა მოგვეხმაროს ორგანიზმი. დიდი ხანია უკვე ამ მდგომარეობაშია. პალატაში გადავიყვანეთ და შემდეგ ისევ რეანიმაციაში დააბრუნეს. ძალიან კარგი გუნდია ექიმების, ყველაფერს აკეთებენ. ღმერთის იმედად ვართ და ექიმების.
– ბოლო წლებში უკვე რთულად იყო…
– უცხოეთში გადაყვანაზე არ გიფიქრიათ?
– 15 წლის წინ ავსტრიაში ოპერაცია გაუკეთეს ძვალში შესულ ინფექციაზე. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მამუკას თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ ამ ამბავს სხვებიც ჩივიან და ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია. მდგომარეობა გართულდა, დაიწყო სეფსისი და ფაქტობრივად მომაკვდავი წავიყვანეთ ავსტრიაში. ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. იმის შემდეგ ეტლში იჯდა. ბოლო დროს ვირუსი შეხვდა, კოვიდმაც დაასუსტა და ეტლში ვეღარ ჩაჯდა, ლოგინად იყო. ძალიან ვართ მინდობილები კავკასიის მედიცინის ცენტრს.