რელიგიის სააგენტომ გორის რაიონში საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის სააგენტომ გორის რაიონში საქველმოქმედო აქცია გამართა

23-10-2025 15:50
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 649

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ საქაშეთს ეწვივნენ, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 94 ოჯახია ჩასახლებული.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლები ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება, 25 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს დევნილ მოსახლეობას.

„აქციას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათვის აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე