რევაზ ჩიკოიძე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია

რევაზ ჩიკოიძე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია

1 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 78

თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) მოუტანა. მან ფინალში ფრანგი ნაცერ ზორგანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ) და ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) იზეიმეს, ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ) მოიპოვეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე