როგორც "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავში" განუცხადეს, 30 წლამდე მამაკაცს მძიმე დაზიანებები არ მიუღია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარია თოდრიას ქუჩაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ბიჭს შეეჯახა, შემდეგ კი "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ფილიალში შევარდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ავტომობილის მართვის დროს შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.