როგორია ზუგდიდში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა - ახალი დეტალები

როგორია ზუგდიდში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა - ახალი დეტალები

15-05-2025 16:18
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 710

ზუგდიდში, თამარ მეფის გამზირზე, 14 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორი საჯარო სკოლის მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

ერთს დილიდან მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, მეორის მდგომარეობა კი შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს.

შმოზარდი რომელსაც მიღებული დაზიანებების გამო თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და ის კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სტაბილურად მძიმეა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი მოზარდის მდგომარეობაც, ისიც ხელოვნური კომის მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შედარებით მსუბუქია მესამე მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება, მესამე მოზარდიც ამ ეტაპზე კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება.

წუხელ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი მ.ჩ დაკავებულია. 65 წლამდე კაცი ბრალის წარდგენას დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. ჩატარებულმა ექსპერტიზებმა დაადგინეს, რომ კაცი ავარიის დროს ფხიზელი იყო. ახლობლები ვარაუდობენ რომ შემთხვევის დროს, ის დიაბეტის გამო შეუძლოდ გახდა და ავტომობილის მართვა ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც ვიტოს ტიპის მიკროავტობუსი 3 მოზარდს დაეჯახა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე