რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 28

რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 28

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 114

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოდესის ოლქში მტრის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 27 კი - დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დარტყმის ეპიცენტრში მოხვდა“, - განაცხადეს მაშველებმა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 20-დან 62 წლამდეა.მათი ინფორმაციით, ავტოსადგომზე მდგომ სატვირთო და მსუბუქ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე