რუსეთის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე რვა პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე რვა პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

10 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 316

რუსეთის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე რვა პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონის როსტოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ არტემ აზატიანს, გეორგი აზატიანს, ოლეგ ანტიპოვს, ალექსანდრე ბილინს, ვლადიმერ ზლობას, დიმიტრი ტიაჟელიხს, რომან სოლომკოსა და არტურ ტერჩანიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებულებს ბრალი ტერორიზმისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენისა და გადატანის ბრალდებით წაუყენეს.

ასევე, სასამართლომ დაკავებულებს აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 7 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე